ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ხერსონში ადგილობრივი კოლაბორაციონისტი მანქანაში ააფეთქეს

რუსეთის არმიის მიერ დროებით ოკუპირებულ ხერსონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრორუსი კოლაბორაციონისტი დმიტრი სავლუჩენკო ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ იფნორმაცია ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაავრცელეს.

უკრაინული მედიის ცნობით, განიხილება ორი ვერსია: უკრაინის სპეცსამსახურების მუშაობა და ოკუპანტებს შორის კრიმინალური გარჩევები.

როგორც გამოცემა dumskaya.net წერს, სავლუჩენკო მრავალი წლის განმავლობაში ქალაქში ანტიუკრაინული საქმიანობით იყო დაკავებული და ახალგაზრდულ ორგანიზაციას Новая Русь (ახალი რუსეთი) წარმოადგენდა და პრორუსული აქტივიზმით იყო დაკავებული პარტიიდან Шария.

 

იტვირთბა....