ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მარიუპოლში ხანძრის შედეგად ჰაერში მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები გამოიყოფა – ანდრიუშენკო

მესამე დღეა, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დახურულ ნაგავსაყრელზე ხანძარია. შედეგად, ჰაერში დიდი რაოდენობით მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

“ქალაქის მთელ უბედურებებს კიდევ ერთი დაემატა. მარიუპოლში, ფლოტის ქუჩის დახურულ ნაგავსაყრელზე ხანძარია. ზედიზედ მესამე დღეა, პრიმორსკის რაიონი კვამლსა და სუნშია გახვეული. შედეგები კატასტროფული იქნება” – წერს ანდრიუშენკო Telegram-ზე.

 

 

იტვირთბა....