პელმენის მომზადების თავისებური რეცეპტი თითქმის ყველა ერს აქვს. მისი წარმოშობის ისტორია კი საკმაოდ გაურკვეველია. ზოგი ამტკიცებს, რომ პელმენი არის რუსული წარმოშობის, ასევე არსებობს ვერსია, რომ იგი უკრაინული კერძია, უმეტესი მოსაზრების თანახმად კი პელმენი ციმბირული საკვებია. მაგრამ ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით, უფრო ზუსტია ვერსია, რომლის მიხედვით პელმენის სამშობლო არის ჩინეთი, ჩინეთიდან კი გავრცელდა რუსეთში, შემდეგ შუა აზრიასა და კავკასიაში. კერძის სახელწოდება „პელმენი“ მიღებულია pel’nyan’ (პელნიან)-ისგან, რაც სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება: “ყურის პური”.
ასე თუ ისე, ყველაზე გემრიელ პელმენად დღემდე ციმბირული პელმენი ითვლება და მასზე მოთხოვნილებაც საკმაოდ დიდია.
წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარული ციმბირული პელმენის საიდუმლო რეცეპტს, რომელიც სახლშიც შეგიძლიათ მოამზადოთ:
660 გრ. პურის ფქვილი, 1 ც. კვერცხი, 330 გრ. წყალი, 400 გრ. საქონლის ხორცის რბილობი, 460 გრ. ღორის ხორცის რბილობი, 1 თავი ხახვი, მარილი, პილპილი.
მომზადების წესი:
ფარშისთვის ხორცი დაჭერით ნაჭრებად და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
დაუმატეთ მარილი, პილპილი, წყალი, გატარებული ხახვი და ამოურიეთ. გაცრილი ფქვილი დაყარეთ სამუშაო მაგიდაზე, გააკეთეთ ფქვილში ძაბრისებური ღრმული, ჩაასხით კვერცხიანი და მარილიანი (12 გრ.) წყალი.
მოზილეთ მაგარი ცომი, გააჩერეთ 20-30 წუთი. გააბრტყელეთ რგოლებად, ჩადეთ გამზადებული ფარში, მიეცით პელმენის ფორმა და მოხარშეთ მარილიან წყალში 8-10 წუთი. პელმენი უნდა მოვხარშოთ მდუღარე, მარილიან წყალში (4 ლიტრი წყალი+1 სუფრის კოვზი მარილი), როცა პელმენები ამოტივტივდება 3-5 წუთის შემდეგ გადმოვიღოთ და კარაქთან ან არაჟათან ერთად ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე.