ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

გაიდაი: უკრაინელ ჯარისკაცებს სევეროდონეცკიდან გასვლა მოუწევთ

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინის მცველებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ. როგორც გაიდაიმ ტელეკომპანია ДОМ-ის ეთერში განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

“ბიჭების გამოყვანა მოგვიწევს. მათ არავინ მიატოვებს, არავინ დაუშვებს ალყას. მათ უკვე მიიღეს ახალ პოზიციებზე გადასვლის ბრძანება და უკვე იქედან დაიწყებენ ნორმალურ საბრძოლო მოქმედებებს და მტრისთვის ზიანის მიყენებას”, – აცხადებს გაიდაი.

როგორც გამოცემა UNIAN წერს, ქალაქის ინფრასტრუქტურა სრულებით არის განადგურებული, სახლების 90% კი დაზიანებული ან მთლიანად დანგრეულია.

 

 

იტვირთბა....