თავდაპირველად, ვარაუდობდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ჩართვას. ჩემი წინადადებით დაამატეს ბელარუსი და სომხეთი. ბელარუსი ძალიან ბედნიერი იყო, ხოლო სომხეთში მე და ბაროსოს ერთად მოგვიხდა ჩაფრენა და მაინც არაფერი გამოგვივიდა, იმდენად დიდი იყო რუსეთის შიში ერევანში.
ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ერთ დროს ჩვენ ვიყავით ფლაგმანები და ახლა სად ვართ?
მეცინება, ტელევიზიით როდესაც მესმის, რომ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას რამის კეთება ვაიძულოთ. ათი წელი არ გვეყო იმის გაგება, რომ ვერავის ვერაფერს ვაიძულებთ?! ძალიან უკბილო ხუმრობად ჩანს უკვე ეს. მომაბეზრებელია ტელევიზიით ოპონენტების ყურება, რომ თურმე თუ ხელისუფლება ვერ დავარწმუნეთ, არაფერი გამოვა. ეს არის საკუთარი თავების და ხალხის მოტყუების მცდელობა,
– წერს მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში.