უკრაინაში აშშ-დან გამოგზავნილი HIMARS-ის ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების პირველი პარტია ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი Twitter-ზე ავრცელებს.
“უკრაინაში HIMARS-ები ჩამოვიდა. მადლობა ჩემს ამერიკელ კოლეგას და მეგობარს, ლოიდ ოსტინს ამ მძლავრი იარაღისთვის. რუს ოკუპანტებს ცხელი ზაფხული ელოდებათ და ზოგიერთი მათგანისთვის, ის უკანასკნელი იქნება”, – წერს რეზნიკოვი.