ახალი ამბები საზოგადოება

(ვიდეო) “აი, ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან, საქართველოს დროშით, დედი” – კბილაშვილის დედა

ქართველი მომღერალი ლევან კბილაშვილი მოსკოვის ქართული ტაძრიდან საქართველოს დროშით და ტაშით გამოაცილეს.

აღნიშნულის შესახებ ვიდეოს ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“აი ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან საქართველოს დროშით დედი…მთელი მოსკოვი იქ იყოვო დედიიიიიიი…ახლოს არ უშვებდნენ არავის ზღვა ხალხი იყოვო დედიიიიიიი…ყველას უნდოდა ახლოდან დამშვიდობებაო დედიიიიიი…განსაკუთრებული პატივი მიგაგეს შვილო,მგონი იქაურებსაც არ ღირსებიათ ასეთი პატივი,ეს ვინ ყოფილხარ შვილოოოოოოოო…ახლა ჩვენ გელოდებით აქ ქართულ მიწაზე ქართული დროშით, შენ შენი გასაკეთებელი ქათული საქმე იქ უკვე გააკეთე, გენაცვალოს დედა შენ შვილოოოოოოოოო”, – წერს ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, ქართველი მომღერალი გუშინწინ, 21 ივნისს,  31  წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.

ამ დროისთვის დაზუსტებით უცნობია, რა გახდა ქართველი მომღერლის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსის რამდენჯერმე გადატანის შემდეგ ძვლის დაშლა დაეწყო და შედეგად თრომბი განვითარდა.

 

იტვირთბა....