ახალი ამბები პოლიტიკა

რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ

ევროპულმა პარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი ევროსაბჭოს მოუწოდებს, იგივე სტატუსი საქართველოს მიანიჭონ, მაშინ როდესაც მისი მთავრობა ევროპული კომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.

“რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც ევროპულ საბჭოს 2022 წლის 23-24 ივნისს შეხვდებიან, მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას დაუყოვნებლივ, და იგივე სტატუსი მიანიჭონ საქართველოს მაშინ, როცა მისი მთავრობა შეასრულებს ევროპული კომისიის მოსაზრებაში მითითებულ პრიორიტეტებს”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი სამივე ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს გამოიმუშაონ პოლიტიკური ნება და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით რეალობად აქციონ მათი მოქალაქეებს დიდიხნის ევროპული ამბიციები.

იტვირთბა....