რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერი გახდა. ამის შესახებ კვლევითი ცენტრი Pew Research მსოფლიოს 18 ქვეყანაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით წერს. კვლევის მიხედვით, რესპონდენტების მხოლოდ 9 პროცენტს აქვს პუტინთან მიმართებაში კარგი დამოკიდებულება, 90% კი მის მიმართ სრულ მიუღებლობას გამოხატავს.
“ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამ გამოკითხვის შედეგებში მაქსიმალური ვარდნაა, რაც პუტინის მიმართ განწყობების კუთხით დაფიქსირებულა”, – აღნიშნულია კვლევაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთი არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა.
კვლევის ავტორებმა შეაჯამეს, სხვადასხვა ქვეყანაში რამდენი ადამიანი უყურებს პუტინს დადებითად (+) და უკიდურესად უარყოფითად (–).
შედეგები ასე გადანაწილდა:
- აშშ +6%; –77%
- კანადა +10; –79
- პოლონეთი +2; –94
- შვედეთი +4; –90
- ნიდერლანდები +6; –87
- ესპანეთი +5; –81
- ბელგია +8; –80
- ბრიტანეთი +9; –81
- საფრანგეთი +10; –79
- იტალია +11; –66
- გერმანია +14; –73
- საბერძნეთი +27; –52
- ისრაელი +16; –63
- ავსტრალია +7; –81
- სამხრეთ კორეა +5; –69
- იაპონია +6; –71
აღსანიშნავია, რომ სინგაპურსა და მალაიზიაში პუტინს დადებითად უფრო მეტი გამოკითხული უყურებს, ვიდრე უკიდურესად უარყოფითად.
- სინგაპური +36; –31
- მალაიზია +59; –16
გამოკითხულთა დანარჩენმა ნაწილმა კი კითხვაზე ნეიტრალური პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ პუტინს არც ისე უარტოფითად აღიქვამს.
ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, ზოგადად რუსეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 85 პროცენტს აქვს, ქვეყნისადმი უკიდურესად უარყოფითად 10%-ია განწყობილი, ხოლო 5 პროცენტი პასუხობს, რომ რუსეთისადმი არც ისე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.