[su_quote]ჩემი გზავნილია, რომ eსაქართველოსთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ქართველებმა ამას ნეგატიურად არ უნდა შეხედონ. ახლა საქართველოს აქვს მკაფიო გზა, ახლა მათ აქვთ შესასრულებელი საქმეები, განრიგი, ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება[/su_quote]
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოს შემთხვევაში პირობების წაყენების რეკომენდაცია გასცა. საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის განაცხადზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.