ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, არიან დაჭრილები, მათ შორის, ბავშვები

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლე სინეგუბოვის განცხადებით, მტერმა ჩუგუევის რაიონი დაბომბეს. შედეგად, დაიჭრა შვიდი სამოქალაქო პირი.

“ღამით რუსებმა ჩუგუევის რაიონის სოფელ პეჩენეგს ცეცხლი გაუხსნეს. დაზიანდა კერძო საწარმო, სადაც ხანძარი გაჩნდა. დაბომბვა დილამდე გაგრძელდა. დანგრეულია კერძო სახლები. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია შვიდი მოქალაქე, მათ შორის, 2 ბავშვი”, – წერს სინეგუბოვი Telegram-ზე.

 

იტვირთბა....