ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის სიახლოვეს ორი დასახლებული პუნქტი – ლოსკუტოვკა და რაი-ალექსანდროვკა დაიკავეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის ახალ ანგარიშშია საუბარი. ამასთან, გენშტაბის ცნობით, მტერი ისევ ცდილობს ლისიჩანსკი-ბახმუტის მაგისტრალზე კონტროლის მოპოვებას.

არსებული ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით რუსები ძირითადი ძალების კონცენტრირებას ახდენენ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. ამას გარდა, ოკუპანტები აგრძელებენ ლისიჩანსკის რაიონში შეტევით მოქმედებებს უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის მიზნით.

“სევეროდონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ დასახლებული პუნქტები – ლოსკუტოვკა და რაი-ალექსანდროვკა დაიკავა. კიდევ ერთი დასახლებულ პუნქტზე, სიროტინზე კონტროლის მოსაპოვებლად გვიტევენ შტურმით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....