aviabiletebi
ჯანდაცვა

ფსიქოლოგის დასკვნა: როგორ გავთავისუფლდეთ სტრესისგან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთხელ ფსიქოლოგი სემინარს უძღვებოდა, როცა ხელში წყლიანი ჭიქა აიღო და აუდიტორიას კითხვით მიმართა. ყველა ნაცნობ კითხვას ელოდა: „ჭიქა ნახევრად სავსეა, თუ ნახევრად ცარიელი?“, თუმცა, პროფესორმა ღიმილით იკითხა: „რამდენს იწონის ჭიქა?“ სტუდენტთა პასუხები ასიდან სამას გრამამდე მერყეობდა. „ამ შემთხვევაში, საერთო წონას მნიშვნელობა არ აქვს“, თქვა პროფესორმა. „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანი მიჭირავს ხელში ჭიქა. თუ მხოლოდ ერთი წუთით ეს პრობლემა არაა. მაგრამ თუ ერთი საათით, ან დღით დავიჭერ, ეს დისკომფორტს შემიქმნის და რაც უფრო დიდი ხანი გავა, ჩემი მდგომარეობა მით უფრო გაუარესდება.“

“ნებისმიერ შემთხვევაში, ჭიქის წონა არ იცვლება”, განაგრძო პროფესორმა, მაგრამ რაც უფრო დიდხანს მიჭირავს, მით უფრო მძიმეა ის ჩემთვის. დარდი და სტრესიც ამ წყლით სავსე ჭიქას ჰგავს. იფიქრეთ ცოტა ხნით მათზე და არაფერი მოხდება. იფიქრეთ მათზე მეტი და ისინი ტკივილს მოგაყენებენ. და რაც უფრო ხშირად იფიქრებთ მათზე, მით უფრო ცუდად იგრძნობთ თავს – მათზე კონცეტრაციით, თქვენ აბსოლუტურად დაკარგავთ საღი აზროვნებისა და მოქმედების უნარს.”

გათავისუფლდით სტრესისგან, არ დაგავიწყდეთ ჭიქის ძირს დადება.

წყარო: 4motivi.com

იტვირთბა....