[su_quote]სულ ტყუილად ცდილობთ, რამდენიმე დღის წინ აქცია რომ გაიმართა, ის მიითვისოთ. იქ “ნაციონალური მოძრაობა” უმცირესობაში იყო. ამის დემონსტრირება იყო, როდესაც პლაკატიც არ აგატანინეს და მიკროფონიც კი არ მოგცეს. ჟურნალისტი მეკითხებოდა (24 ივნისის) აქციაზე, ვუთხარი, მშვიდობიანი თუ იქნება, შეიძლება მეც მივიდე-მეთქი. სად უნდა მივიდეთ? როგორ უნდა მივიდეთ? ერთი საათით ვერ მოგისმენიათ და აგიტანიათ სიმართლე და როგორ ემუქრებით პრემიერს, მთავრობას – ჩამოგაგდებთ, დაგამთავრებთ, გაგანადგურებთო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ცხადად უნდა ითქვას – 24 ივნისი, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა 2, რომ რევოლუციაში გადაიყვანოს ეს პროცესი. არ გამოგივათ, გამორიცხულია, იმიტომ, რომ მხარდამჭერებიც არ გყავთ. პლაკატიც არ აგატანინეს, გამოგაბუნძულეს[/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.