ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

(ვიდეო) რუსეთმა მიკოლაევის მიმართულებით 7 რაკეტა გაუშვა

 

რუსმა სამხედროებმა მიკოლაევზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს. როგორც მიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქის მიმართულებით შვიდი რაკეტა გაუშვეს.

“რაიონში ინსპექცია შევწყვიტე, ქალაქში ვბრუნდები. შვიდი რაკეტით დაარტყეს მიკოლაევს”, – წერს ვიტალი კიმი.

წინასწარი ინფორმაციით, რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. ჯერჯერობით უცნობია, რა ზიანი მიაყენა ქალაქს სარაკეტო თავდასხმამ თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ მიკოლაევის თავზე კვამლია.

ინფორმაცია დაღუპულების და დაშავებულების შესახებ, ჯერ არ გავრცელებულა.

 

იტვირთბა....