ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: 30 წელია [ევროინტეგრაციისკენ] მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, საოცრებაა

[su_quote]ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო არ არის საინტერესო ადგილზე, პირდაპირ განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, რაც გულდასაწყვეტია. 30 წელია, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საერთოდ საოცრებაა და არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. თუმცა, არავითარ შემთხვევაში ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ არ დავუშვებთ ბნელი, დესტრუქციული ძალების მიერ დასახული გეგმის რეალიზებას და არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყნის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით დააზიანოს ქვეყანა, ქვეყნის განვითარება და ქვეყნის წინსვლა. გულდასაწყვეტია ის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და პირდაპირ შეიძლება ვთქვა, ქვეყნის დასჯა, რომ სტატუსი არ მოგვცეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. გავაგრძელოთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ამ სტატუსის მოპოვებას შევძლებთ“[/su_quote]

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსთვის ევროკავშირის  კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

იტვირთბა....