ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი უკრაინის ომი

რუს დეპუტატს, რომელმაც უკრაინის კონტექსტში სიტყვა “ომი” გამოიყენა, ასამართლებენ

მოსკოვში სასამართლო სხდომა ჩატარდა კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატის, ალექსეი გორინოვის საქმეზე, რომელსაც რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელება ედება ბრალად.

როგორც გამოცემა RFi სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, გორინოვმა 15 მარტს, დეპუტატთა საბჭოს სხდომაზე რუსეთის მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე სიტყვით “ომი” მოიხსენია და უკრაინელი ბავშვების სიკვდილის ფაქტებზე ისაუბრა.

“მისი ინიციატივით, სხდომაზე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში აგრესიის შედეგად დაღუპულებს. მანვე განაცხადა, რომ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მთელი ძალისხმევა ომის შეჩერებისკენ უნდა იყოს მიმართული”, – წერს გამოცემა.

ალექსეი გორინოვი 26 აპრილს დააკავეს, მეორე დღეს კი სასამართლოს დადგენილებით, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

“გამოძიებას მხოლოდ ხუთი დღე დასჭირდა”, – აღნიშნავს Медиазона.

იტვირთბა....