სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, – ასე ეხმაურება სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელშიც ამბობს “ქვეყნის მტრები და სი*ები არიან ის ადამიანები, ვინც 20 ივნისს აქციაზე მივიდნენ”.
მისივე თქმით, მეგობრები ერთმანეთს მსგავსი სიტყვებით ესაუბრებიან.
“ჩემი ფეისბუქი არის ჩემი პირადი გვერდი, ეს არ აღნიშნავს საზოგადოებრივ აზრს, არც პოლიტიკურს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. [პოსტი] არ იყო ეს საჯარო. ჩემი ფეისბუქ ჯგუფი არის დახურული, ვინ გახსნა, როდის გახსნა მე ეგ არ ვიცი და ის სიტყვა, რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ ჩაიხედეთ სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვების ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები, სულხან საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი, და უგზო-უკვლოდ მფრინავი ჩიტების ჩვენ მეგობრები გვაქვს ასეთი ლექსია და საუბარი, რომლებიც ვუგებთ ერთმანეთს”, – აცხადებს სამხარაძე “მთავართან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული პოსტი სამგორის რაიონის გამგებელმა დაწერიდან რამდენიმე ხნის შემდეგ წაშალა.