ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აუდიტის სამსახურმა “ალტ-ინფოს” 217 482 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

აუდიტის სამსახურმა ძალადობრივი, პრორუსულ მოძრაობა “ალტ-ინფოს” ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი დარღვევის გამო 217 482 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ამის შესახებ დეპუტატ პაატა მანჯგალაძისთვის გაგზავნილი წერილიდან გახდა ცნობილი, რომელიც მან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელისგან, ირაკლი მექვაბიშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად მიიღო. კითხვა ორგანიზაციის შემოწირულობებს შეეხებოდა.

“პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები (ოფისების რემონტისა და ბრენდირების ხარჯების დაფინანსება სხვა პირების მიერ, საოფისე ფართის განკარგვა საიჯარო ვალდებულებების გარეშე), რაც პარტიამ არ დაადეკლარირა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დადგენილი წესით. აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე წარიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში. პარტია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342
მუხლის პირველი და მეოთხე ქვეპუნქტებით და ადმინისტრაციული სახდელის სახით
დაეკისრა შემოწირულების, ჯამში, 72 494 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა და −
ჯარიმა შემოწირულების ორმაგი ოდენობით − 144 988 ლარი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია ტელევიზია “ალტ-ინფოს“ დაფინანსების შესახებ, რასაც ასევე შეეხებოდა მანჯგალაძის სადეპუტატო კითხვა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციას სცდება.

იტვირთბა....