[su_quote]მე შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ეს მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა იმას დაწერს, შეიძლება ჩემთვის არ იყოს მოსაწონი, თუმცა ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე, ჩვენ ეს მოვახერხეთ 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა ქვეყანაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის უმაღლეს დონეზეა, ჩემთვის არ იყო მოსაწონი, შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი იყო, ვიღაცას კიდევ უფრო არ მოეწონა გაღიზიანდა, თუმცა სიტყვის თავისუფლება მისი პირადი სივრცეა.[/su_quote]
ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე სამგორის გამგებლის კახა სამხარაძის FB-სტატუსს.
სამგორის გამგებლის კახა სამხარაძის თქმით, ქვეყნის მტრები და სი*ები არიან ის ადამიანები, ვინც 20 ივნისს აქციაზე მივიდნენ.