გასული დღის განმავლობაში რუსებმა ლისიჩანსკი დაბომბეს, მსხვეროლის რაოდენობა ზუსტდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
მისი ცნობით, დანგრეულია 10-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი და ასევე, პოლიციის შენობა.
“დაბომბვა გუშინ წინ ღამით დაიწყო და გუშინ, მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მტერი ავიაციას იყენებდა. განადგურებულია 10-ზე მეტი მაღალსართულიანი შენობა, კერძო სახლები და პოლიციის განყოფილების შენობა. ამ მომენტისთვის ერთი დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი. მოხერხდა ერთი დაჭრილი ქალის გამოყვანა. მსხვერპლის საბოლოო რაოდენობა ახლა დგინდება, რადგან გუშინ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო უსაფრთხოდ გადაადგილება”, – აცხადებს გაიდაი.
მისივე ინფორმაციით, ასევე სერიოზული ნგრევა იყო გორსკში, ნოვოივანოვკაში და ვრუბოვკაში.