გამოცემა Politico-ს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ომს დაუწყებს, მისი პირველი სამიზნე ე.წ. სუვალის დერეფანი შეიძლება გახდეს. ცნობისთვის, ეს ჰიპოთეტური, 100 კილომეტრიანი სახმელეთო დერეფანია, რომელიც ბელარუსის ტერიტორიას რუსეთის კალინინგრადის ოლქთან შეაერთებდა.
“ლიტვის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვავარზე მდებარე ქალაქი დრუსკინინკაი სტრატეგიული ტერიტორიის ვიწრო ზოლს გადაჰყურებს, რომელიც სუვალის დერეფნის სახელით არის ცნობილი. დასავლელი სამხედრო სტრატეგები მიუთითებენ საფრთხეზე, რომ ეს რაიონი, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდება, თუ ის ოდესმე გადაწყვეტს, უკრაინასთან ომი NATO-სთან პირდაპირ შეტაკებაში გადაზარდოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ტერმინი სუვალის დერეფაი ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა დაამკივდრა პირველად 2015 წელს. მისი აზრით, ეს მონაკვეთი ძალიან საშიშია, რადგან თუ მას რუსეთი დაიკავებს, ეს ბალტიის ქვეყნების მოწყვეტას გამოიწვევს.