ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარზე მიუთითებს ევროკომისია

[su_quote]10 წლის წინ საქართველოს სახელი ევროპაში ასოცირდებოდა დაუჯერებლად წარმატებულ რეფორმებთან. მახსენდება, როგორ მესმოდა მეზობელ სომხეთში ვიზიტის დროს იქაური პოლიტიკური ექსპერტების შეფასებები. მალითად, ისინი ამბობდნენ, რომ საქართველომ შეძლო მექრთამეობის აღმოფხვრა პოლიციაში, რაც მაშინ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თითქმის შეუსრულებელი მისია იყო. მაშინ ჩანდა, რომ გზა იქამდე შენარჩუნდებოდა, ვიდრე წარმატებული დასასრული არ დადგებოდა. თუმცა, დღეს, როდესაც უკრაინელებმა სისხლით გაალღვეს ყინული, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა გადაწყვიტონ კანდიდატის სტატუსის საკითხი, საქართველომ სამწუხაროდ, დაკარგა ლიდერის სტატუსი. ქვეყნის პოლიტიკა გაივსო სიძულვილით, შესაძლებლობა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უზრუნველყო, ხელიდან იქნა გაშვებული. ბოლო დროს, საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს ჩვენამდე. ყოფილი პრეზიდენტი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მედიის მფლობელი ციხეში არიან. ხორციელდება თავდასხმები სხვა ჟურნალისტებზეც, საქართველოს მეგობრებზეც კი ევროპასა და შეერთებულ შტატებში. როგორც ჩანს, თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო. გასაკვირი არ არის, რომ კომისია ძალიან კრიტიკულია თავის რეკომენდაციაში იმ პრობლემების მიმართ, რომლებზეც პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება. კომისია გარკვევით ამბობს – ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან[/su_quote]

მიმართა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ აქციის მონაწილეებს.

იტვირთბა....