[su_quote]დღეს არის ერთიანობის დღე საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად სამწუხაროდ, საკუთარი ხელისუფლებისგან. მრავალფეროვნება არის ამ დემონსტრაციის ამოცანა იმის საჩვენებლად, რომ ძალიან ბევრნი ვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც დავიცავთ ევროპულ არჩევანს. პირველ რიგში, გვინდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ მათ ჰყავთ მოკავშირე არა ხელისუფლების სახით – ეს მათაც გაიგეს, არამედ საზოგადოების სახით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე, ვინც შეიძლება ჰყავდეს ნებისმიერს, ვინვ უცხოეთშია. მეორე და მთავარია, რომ ქვეყნის შიგნით ყველამ დაინახოს – არ შეიძლება ამდენი ადამიანის ნების უგულებელყოფა. შეუძლებელია, ამდენი ადამიანის ნება გადაიტეხოს და ხელისუფლებამ შეძლოს ამ ქვეყნის დატოვება ევროპის მიღმა. ეს უბრალოდ შეუძლებელია. დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, მოიტანს შედეგს. ერთმანეთს დავინახავთ და იმედით წავალთ, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. სულისკვეთების და ერთიანობის დემონსტრირების თვალსაზრისით, ეს დღე გარდამტეხი იქნება. დღეს ალბათ შედგება ყველაზე მრავალფეროვანი და დიდი დემონსტრაცია, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში[/su_quote]
ამის შესახებ ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ “მეტრონომს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.