[su_quote]მოვისმინე აბსურდი, რომ სააკაშვილი არის ოლიგარქი. ოლიგარქია არის მარტივი რამ, მდიდარი ადამიანის მართვა, ანუ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ეს მდიდარი ადამიანები და საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნებით უნდა ცვლიდნენ თავისუფლად კანონებს, აკონტროლებდნენ მართლმსაჯულებას და ა.შ. ამას ვინ აკეთებს? სააკაშვილი? ან კეზერაშვილი? საკუთარი თავი დაიჭირა და აწამა სააკაშვილმა? კეზერაშვილმა თავის თავზე აღძრა საქმეები და განაჩენები გამოიტანა? რა სისულელეს ვლაპარაკობთ. ეს ხომ სასაცილოა, ამას მართლა არავინ არ დაიჯერებს. ალბათ, “ქართული ოცნების” მომხრესაც გაეცინება, რა სისულელეებს ლაპარაკობენ, კომენტარის გაკეთება ზედმეტია. თავის დამშვიდებას რა აზრი აქვს “ქართული ოცნებისთვისაც” ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილზეა ლაპარაკი, ამას ხომ იტყვიან სახელით და გვარით საბოლოოდ. ასეთი სისულელეები თუ ილაპარაკეს პასუხს გასცემენ და სახელს და გვარსაც იტყვიან. რა ჰგონიათ რამისგან თავს შეიკავებენ? თავს შეიკავებენ კი არა გარწმუნებთ, ძალიან მალე იქნება სანქციები აშშ-სგან, ალბათ, ყველაზე ადრე დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირისგანაც[/su_quote]
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.