ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წნორში, სანიაღვრე არხში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სანიაღვრე არხში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. როგორც “რადიო თავისუფლებას” წნორის მერიაში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი სანიაღვრე არხში დაიხრჩო.

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, 9 წლის ბიჭი მაღაზიაში მიდიოდა, რა დროსაც, ძლიერი წვიმა დაიწყო და ქარი ამოვარდა. მათი ვარაუდით, მოზარდი სანიაღვრე არხში ჩავარდა, სადაც წყლის ძლიერი დინება იყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....