ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 18 წლის ახალგაზრდა მართავდა, ქვეითად მოსიარულე ბავშვებს დაეჯახა. შედეგად, 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა, მისმა თანმხლებმა 10 წლის მოზარდმა კი დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას TVპირველი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.