გამოცემა Politico სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, როგორ არიან განწყობილი ევროკომისიის წევრები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოსთან მიმართებაში კომისიის წევრები ნაკლებად არიან დარწმუნებული, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.
“კომისიას არ ავიწყდება, რომ უკრაინა ევროპაში არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხალხს ესროდნენ იმიტომ, რომ ქუჩაში ევროკავშირის დროშებს ატარებდნენ. ახლა მათ ვერ ვეტყვით, ბოდიში, არასწორ დროშებს აფრიალებდითო. მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების განცხადებით, კომისიის წევრები საერთო ჯამში, მხარდაჭერას უცხადებდნენ მოლდოვას, სადაც ახლა მკვეთრად პროევროპული მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად დარწმუნებული იყვნენ საქართველოსთნა მიმართებაში, რომელმაც ბოლო წლებში ღრმა პოლიტიკური არეულობები და დემოკრატიის თვალსაზრისით, თვალშისაცემი უკანდახევა განიცადა”, – წერს Politico.
შეგახსენებთ, 17 ივლისს ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, საქართველოსთვის კი პირობების წამოყენების რეკომენდაციით გამოვიდა, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, კვლავ მიუბრუნდებიან მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხს.
უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილება 24 ივნისს გახდება ცნობილი.