უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსი დამპყრობლები აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე მიმართულებაზე ახორციელებენ შეტევით მოქმედებებს და აგრძელებენ როგორც სამხედრო პოზიციებზე, ისე, სამოქალაქო ობიექტებზე საარტილერიო თავდასხმებს. როგორც გენშტაბში აღნიშნავენ, გრძელდება სევეროდონეცკის შტურმით აღების მცდელობაც, თუმცა, მტერი წარმატებას ვერ აღწევს.
“სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება. ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მტრის ქვედანაყოფები თავდასხმითი ოპერაციების ჩატარებას ცდილობენ ქალაქგარეთ, თუმცა, წარუმატებლად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, სევეროდონეცკის მიმართულებით ოკუპანტებს საქვემეხო არტილერიითა და მრავალჰერადი სარაკეტო სისტემებიდან მიაქვთ შეტევები უკრაინული ჯარების პოზიციებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ლისიჩანსკის, მეტელკინოს, უსტინოვკასა და ვორონოვის მახლობლად.