[su_quote]სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით და რაც სიმართლეა – უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს კიდეც. ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდით ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში და ვუწევთ იმ სტრატეგიულ დახმარებას, რაც მათ სჭირდებათ[/su_quote]
ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ცნობისთვის, ჯონსონი გუშინ მოულოდნელად კიევს ესტუმრა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა. ეს ჯონსონის მეორე ოფიციალური ვიზიტია ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ.