[su_quote]სურათი არის ძალიან ნათელი – ევროპამ ქართველ ხალხს უთხრა, რომ შენ პერსპექტივა გაქვს, თუ დაუბრუნდები ევროპულ ფასეულობებს. ოლიგარქიულ რეჟიმს პერსპექტივა არ აქვს, უნდა მოხდეს ამ ქვეყნის დეოლიგარქიზაცია, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი. ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება. ჩვენ წლის ბოლომდე მოგვცეს დრო, რომ ამ ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ რაც კი პრობლემებია: პოლიტიკური დევნა, გვარამიას დაჭერა, სააკაშვილის წამება, სასამართლოს მიტაცება, არჩევნების მიტაცება, ეს ყველაფერი მოგვარდება, როდესაც ოლიგარქი, როგორც ამ ყველაფრის თავი, მოშორდება ამ პოლიტიკურ სისტემას. ახლა, არჩევანი არის ჩვენზე, “ოცნებამ” ვერ მოახერხა, რომ ქართველი ხალხისთვის ბოლომდე დაეკატა კარი. ამიტომ, ახლა არის მოქმედების დრო. მოქმედებაა გარედან სანქციები, შიგნიდან მშვიდობიანი პროტესტი – ეს არის ჩვენი დღის წესრიგი[/su_quote]
იტვირთბა....