[su_quote]ახლა თუ ჩვენ, უახლოეს პერიოდში არ ვცვლით ხელისუფლებას და არ ვუბრუნდებით იმ ევროპულ რელსებს, რომელზედაც დავდექით ნაწილობრივ 90-იანი წლებიდან, მაგრამ ძირითადი მატარებელი დაიძრა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ისე არაფერი გამოვა. ჩვენ დიდი ხანი ვისმინეთ ასეთი ფრაზები – “ქოცი არავარ მაგრამ”, “მთავარია, “ნაცები” არ დაბრუნდნენ” და ეს, რაზეც “ქართული ოცნების” პროპაგანდა მუდმივად მუსირებდა და აჯერებდა ხალხს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ “ნაცები” იმ ფორმით, როგორითაც იყვნენ ვერ დაბრუნდებიან, ეს იქნება კოალიციური ერთობა, მაგრამ რაღაცა ფორმით რომ დაბრუნდებიან, ამას ყველა უნდა შეეგუოს. თუ ვიღაცისთის უფრო მთავარია, რომ “ნაცები” არ დაბრუნდნენ, ვიდრე ევროპისაკენ სვლა და საზოგადოებაში ასეთი უმრავლესობა იქნება, მაშინ ჩვენ განწირული ვართ ამ რუსული ჭაობისათვის[/su_quote]
ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ყოფილმა წევრმა, ზურან ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
შეგახსენებთ, ევროკომია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ხოლო საქართველოს დაუწესდეს პირობები, რომელთაც შესრულების შემთხვევაშიც, კვლავ ექნება კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.