[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’GDfOAp7O9rQ’]
უკრაინის საზღვარზე, ბელგოროდის ოლქში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა მარცხი განიცადა. როგორც გამოცემა Baza იუწყება, წინასწარი მონაცემებით, სუ-25-ის ტიპის რეაქტიული თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც რუსი პილოტი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს დაეჯახა.
როგორც რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურში აცხადებენ, თვითმფრინავი გეგმიური სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.
მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო.