ნიდერლანდებში რუსი აგენტი დააკავეს, საიდუმლო მასალებზე წვდომის მისაღებად ჰააგის სასამართლოში სტაჟირების გავლას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების დაზვერვის სამსახური ავრცლებს.
მათი ცნობით, ჯაშუში, რომელიც რუსეთის გენერალური სადაზვერვო სამმართველოსთვის (ГРУ) მუშაობდა, ბრაზილიურ იდენტობას იყენებდა.
“ჯაშუშს ყალბი პირადი მონაცემები ჰქონდა და საკუთარ თავი ბრაზილიის მოქალაქედ, 1989 წლის 4 აპრილს დაბადებულ ვიქტორ მულერ ფერეირად მოჰქონდა. სინამდვილეში კი ის 1985 წლის 11 სექტემბერს დაბადებული სერგეი ჩერკასოვია”, – აცხადებენ AIVD-ში.
არსებული ინფორმაციით, ის დეპორტაციით ბრაზილიაში დააბრუნეს.