ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რა იქნება უკრაინელებისთვის ნომერ პირველი სამიზნე, როდესაც დაპირებულ დასავლურ იარაღს მიიღებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, დმიტრი მარჩენკოს განცხადებით, როდესაც დასავლეთიდან დაპირებულ იარაღს მიიღებენ, უკრაინელი მებრძოლებისთვის ნომერ პირველი სამიზნე ყირიმის ხიდი გახდება.

“ეს არც მათი სამხედროებისთვის არის საიდუმლო და არც ჩვენი მეომრებისთვის. არც მათი სამოქალაქო პირებისთვის და არც ჩვენი. ეს იქნება ნომერ პირველი სამიზნე მათი მარცხისთვის. ჩვენ უბრალოდ უნდა გადავუჭრათ რეზერვების მოზიდვის მთავარი ნაწლავი. როგორც კი ეს მოხდება, პანიკაში ჩავარდებიან და დამიჯერეთ, ისინი, ვინც სიმფეროპოლსა და ყირიმში რუსული დროშებით დარბოდნენ, სასწრაფოდ მიიღებენ ჩვენსას და უკრაინული დროშებით ირბენენ, რადგან სამწუხაროდ, იქ ასეთები არიან დასახლებული”, – განაცხადა მარჩენკომ “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, თუ ამ ომის განმავლობაში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაიბრუნებენ,  სამხედრო კონფლიქტი რომც შეწყდეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთი უფრო მომზადებული დაბრუნდება უკრაინაში და მაშინ, უკვე სათუო იქნება, გაუძლებს თუ არა ქვეყანა მათ შემოტევას.

“ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყველა მიწა – ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყირიმი, რადგან შემდეგ უარესი იქნება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახლა ომი შეჩერების შემთხვევაში ამოვისუნთქავთ და ყველაფერი კარგად იქნება – არა, ეს ასე არ იქნება. ჩვენ უბრალოდ მტერს სახლში გავუშვებთ, ის იქ ჭრილობებს მოიშუშებს, გამოიტანს შესაბამის დასკვნებს, დააკორექტირებს საბრძოლო ფორმირებებს და კიდევ ერთხელ შემოგვიტევს, მაშინ კი უკვე გაურკვეველი იქნება, გავუძლებთ თუ არა ამ შემოტევას”, – ამბობს გენერალ-მაიორი.

 

იტვირთბა....