ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა ღამით სუმის ოლქი დაბომბეს, დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ღამით სუმის ოლქის სასაზღვრო ქალაქ გლუხოვზე მიიტანეს შეტევა. როგორც ოპერატიული სარდლობა “Север” იუწყება, მტრის ვერტმფრენებიდან სამი რაკეტა გაუშვეს.

“სამწუხაროდ, არსებული ცნობებით, ადგილობრივ მოსახლეობაში მსხვერპლია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც მოგვიანებით სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ჟივიცკიმ დააზუსტა, ეს ერთადერთი თავდასხმა არ ყოფილა გასული ღამის განმავლობაში.

“ღამით, სადოვის რაიონის ტერიტორიაზე მტერმა სარაკეტო ავიათავდასხმა მიიტანა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, სულ მცირე ექვსი, დაჭრილია. ნგრევის შესახებ ინფორმაციას ვაზუსტებთ… და დიახ, ეს სწორედ ის აფეთხებაა, რომელიც ნახევარ სუმის რაიონში, მათ შორის, ოლქსი ცენტრშიც გაიგონეს”, – წერს ჟივიცკი Телеграм-ზე.

იტვირთბა....