პარტია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოში იურიდიულ პირებს იყენებს.
უფრო კონკრეტულად, არახამია ამბობს, რომ რუსი კერძო პირები და ასევე კომპანიები საქართველოში დარეგისტრირებული იურიდიული პირების საშუალებით ცდილობენ დასავლური სანქციების გვერდის ავლით იმოქმედონ.
“ისინი ახლა აქტიურად იყენებენ ქართულ ბანკებს, ქართულ ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ასე შემდეგ. თუ რუსეთში იმყოფებით და სანქციების ქვეშ ხართ, ინტერნეტში შედიხართ, არეგისტრირებთ ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნით საბანკო ანგარიშს და იწყებთ დამუშავებას”, – განუცხადა არახამიამ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე.
არახამია, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონში უკრაინულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, აშშ-ს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.