საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ევროკავშირის სამი მსხვილი ქვეყნის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას გეგმავს.
საგულისხმოა, რომ ვიზიტი ხდება ერთი დღით ადრე, ვიდრე ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
“ლიდერების უკრაინაში ვიზიტის მიზანია, აჩვენონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ ევროკავშირი მუდამ ერთიანია და ეს არ შეიძლება ეჭვს იწვევდეს”, – წერს მედია.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.