ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რა სამხედრო დახმარება გაუწია აშშ-მ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით 4,6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია. უფრო კონკრეტულად, აშშ-მ ქვეყანას 108 “ჰოვიზერი”, 14 000 “სტინგერი, 26 ათასი “ჯაველინი” და სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა. ამის შესახებ უკრაინაში ამერიკის საელჩო Тwitter-ზე წერს.

“უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა 11 ტრანშის შესახებ განაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომ უკრაინელი ხალხი უზრუნველვყოთ იმით, რაც მათ საკუთარი ქვეყნის დასაცავად აუცილებლად სჭირდებათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინამ აშშ-სგან ასევე მიიღო 220 ათასი საარტილერიო ჭურვი, 50 მილიონი ვაზნა და 75 ათასი ჯავშანი და ჩაფხუტი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

იტვირთბა....