ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: ხვალ, მეც ევროპის მოედანზე ვიქნები

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის თქმით, ხვალ, 16 ივნისს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე აპირებს მისვლას. ამის შესახებ გერმანიის საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზაქციაურაბიშვილმა ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე”, – წერს დიპლომატი.
შეგახსენებთ, გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, 16 ივნისს, 19:00 საათზე ევროპის მოედანზე შეიკრიბონ და ამ გზით გამოხატონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფება.
იტვირთბა....