“იმის დემონსტრირება, რომ გვინდა [ევროინტეგრაცია], უკვე ძალიან მკაფიოდ და ბევრჯერ გამოხატა ქართველმა ხალხმა და მმართველმა პარტიამ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა “მეტრონომის” კითხვაზე – აპირებს თუ არა 16 ივნისს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას.
სეფაშვილის თქმით, გუნდში იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, მივლენ თუ არა ზურაბიშვილის ინიციატივით ევროპის მოედანზე დაგეგმილ შეკრებაზე.
“ლოჯისტიკურად ძალიან რთულია ამხელა მიტინგის მოწყობა. ბოლო გამოკითხვებმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 87% ემხრობა საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს. ჩვენი მმართველი პარტიაც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც ყოველი ნაბიჯით, რეზოლუცია იქნება თუ ცვლილებები კანონში, აქეთკენ გდამს პრაქტიკულ და რეალურ ნაბიჯებს და არამხოლოდ განცხადებებს აკეთბეს. ჩვენ საქმით ვამტკიცებთ, რომ გვინდა. რაც შეეხება აქციას, ჩვენ მოვითათბირებთ ლოჯისტიკურად ძალიან რთული გასაკეთებელია და რამდენად და როგორ გამოვა, ეს გადაწყდება გუნდში, თუმცა, მე ვთვლი, რომ იმის დემონსტრირება, რომ გვინდა, უკვე ძალიან მკაფიოდ და ბევრჯერ გამოხატა ქართველმა ხალხმა და მმართველმა პარტიამ”, – ამბობს სეფაშვილი.