ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირლანდიის სენატი ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს

ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირს მოუწოდა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ არსებობდეს ერთიანი მიდგომა.

“რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას ექნება დამანგრეველი ეფექტი საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე და “მწვანე შუქს” მისცემს რუსეთს სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მტკიცედ ისწრაფოდა ევროპული ინტეგრაციისკენ. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ,რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და წარმატებით განაგრძოს რეფორმების განხორციელება.

იტვირთბა....