ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს, გამოაცხადებს თუ არა განსაკუთრებულ მდგომარეობას “მაიმუნის ყვავილის” გავრცელების გამო. ცნობისთის, ბოლო კვირებში ვირუსის 1600-მდე შემთხვევა გამოვლინდა, რასაც ჯანმოს ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი შემაშფოთებელს უწოდებს.
“მაიმუნის ყვავილის აფეთქება უჩვეულო და შემაშფოთებელია. ამიტომ, გადავწვიტე, მომავალ კვირას საგანგებო კომიტეტი მოვიწვიო, რათა შევაფასოთ, არის თუ არა ეს აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა,“ – აცხადებს გებრეისუსი.