ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

პრეზიდენტმა ხელისუფლება “ფარდა ახდილი”დატოვა – ხიდაშელი

“თუკი საკუთარ ეგოზე მაღლა დავდგებით, პირად სიყვარულ-სიძულვილს ცოტა ხანი გვერდზე გადავდებთ უცებ დავინახავთ რომ პრეზიდენტი სინადვილეში დღეს ყველა გულწრფელად ევროპული ძალების სრულფასოვან მოკავშირედ იქცა.
ყველაფერზე პასუხი გასცა, დაადასტურა და ჩამოაწიკწიკა რაც კი ჩვენ აქამდე ერთდ ან ცალკცალკე გვითქვამს და რასაც გაავებული ხელის ქნევით სისულელეს და გამოგონილს ეძახის ხელისუფლება. ყველა შეცდომა, დანაშაულებრივი ქმედება და უმოქმედობა, ხელისუფლება “ფარდა ახდილი”დატოვა.
კიდევ ერთხელ, შესაძლოა, მოგვწონს ან არ მოგვწონს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია და დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო.
თანამზრახველი კი ის არის მაინცდამაინც ყოველთვის ბოლომდე ყველაფერში რომ არ ეთანხმები და არ გეთანხმება მაგრამ ერთი გენერალური ხაზი გაქვთ და ერთი მიზნისკენ მიდიხართ, თორემ აბა ისე შენიანი იქნებოდა.
მოკლედ მგონია რომ დღეს უნდა მივიღოთ სწორედ ასეთად.
PS მეც უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ყველა ამ სიტყვისთვის ბოლოში გვირგვინად გვარამიას შეწყალებისთვის რომ მოეწერა ხელი, მაგრამ მაშინ ჩვენიანი იქნებოდა.” – წერს, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
იტვირთბა....