ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზარქუა დეგნანს: უკრაინა მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, ანუ, მათ უკან რუსეთი დგას?

[su_quote]მინდა, გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის გუშინდელ განცხადებას, რომ ომთან მიმართებაში ეს არის რუსული პროპაგანდაო. მაშინ, მე მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს – ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია, გახსოვთ თქვენ, ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, როდესაც მოგვიწოდა, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას. მათ შორის, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, რომლებიც ამბობდნენ, რა ცუდია, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არ არიან ხელისუფლებაში საქართველოში, იმიტომ, რომ მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდაო. მაშინ, ეს რა არის? ანუ, ისინი რუსულ ინტერესებს ასახიერებენ? ანუ, მათ უკან დგას რუსეთი?[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ს ელჩმა, ჯელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსული დეზინფორმაციაა საუბარი იმაზე, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს.

იტვირთბა....