თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე 170 კმ-ის სიგრძის გაზსადენი მილის მშენებლობა დაიწყო. ამის სესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე, დღე-ღამეში დაახლოებით 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვება მოხდება, ბუნებრივი აირის მოცულობა ეტაპობრივად გაიზრდება და 2026 წლისთვის, არსებული რესურსი მაქსიმალურად იქნება ათვისებული.
როგორც თურქეთის პირველი პირი აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების გაძვირებისა და არსებული ეკონომიკური გამოწვევების შეკავება წრორედ საწვავის მიწოდების უზრუნველყოფით უნდა მოხდეს.
არსებული ინფორმაციით, ზემოთხსენებული გაზსადენიდან მომხმარებლები ბუნებრივ აირს 2023 წლის პირველი კვარტლიდან მიიღებენ.