[su_quote]ჰო, 20 ივნისს გადაწყდება ჩვენი ბედი! განა იმით, რას გავაკეთებთ ადგილზე შეკრებილები, განა იმით, როგორ დაგვიპირისპირდება მოღალატე მთავრობა, არც იმით, რა გვეცმევა და რას დავჭექებთ ერთ ხმაში… ყველაფერს გადაწყვეტს მხოლოდ რაოდენობა! რამდენი ვიქნებით ევროპისკენ, რამდენი ვიტყვით უარს რუსეთზე! 20 ივნისს ჩვენს შეკრებას მთელი ევროპა ნახავს! ნახავენ რამდენი ანთებული გული იქნება ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე და 24 ივნისს პასუხიც ამის მიხედვით მოვა! ამიტომ, თუ კი რამ გაწუხებთ, თუკი რამ არ მოგწონთ, თუკი რამის შეცვლა გინდათ… გადადეთ ყველაფერი, მოიცალეთ რამდენიმე საათი და მოდით უკეთესი მომავლისთვის სრულიად მშვიდობიან, ფერად, ნათელ ხალხთან ერთად… აღარაა დრო წყენის, განსხვავებების ძებნის, ვიწრო პარტიული ინტერესების! ვიდგებით ყველა, როგორც ერთი ძლიერი, მართალი მუშტი, რომელიც თავს აღარასსდროს დააჩაგვრინებს მტერს! 20 ივნისს, 20:00, პარლამენტის წინ! შინ ევროპისკენ![/su_quote]
ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი Facebook-ზე წერს.