[su_quote]რა თქმა უნდა, თეორიული შანსიც არ არის სანქციების დაწესების, რადგან მოგეხსენებათ, ეს იყო “ნაციონალურ მოძრაობასთან” მჭიდრო კავშირში მყოფი “ევროპის სახალხო პარტიის” წინადადება და აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ პოლიტიკური პიარის ამბავი იყო. თუმცა, თვითონ ფაქტი ძალიან ცუდია. საერთოდ, ევროპარლამენტი არ უნდა იღებდეს ისეთ რეზოლუციებს, რომელშიც დაუსაბუთებელი, უარგუმენტო რაღაცები ეწერება. როგორ შეიძლება ასეთი ჩანაწერების გაკეთება, როგორიც ამ რეზოლუციაში იყო? როდესაც სანქციებზეა საუბარი, ამას სერიოზული მტკიცებულებები სჭირდება. ასე ხომ არ არის, ვიღაცას თავში მოუვიდა და რაღაცები ჩაწერა. ამიტომ, აბსულუტურად მიუღებელია ეს ჩანაწერი, რაც ამ რეზოლუციაში არსებობს. ამას არავითარი რეაქცია არ ექნება არც ევროკომისიიდან, არც ევროსაბჭოდან და საერთოდ არსაიდან[/su_quote]
ამის შესახებ “მწვანეთა პარტიის” წევრმა, გია გაჩეჩილაძემ “მეტრონომს” განუცხადა ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუციის კომენტირებისას, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა.