aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

UNIAN: სევეროდონეცკში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ზედიზედ რამდენიმე დღეა, სევეროდონეცკზე თავდასხმა გრძელდება. როგორც გამოცემა UNIAN გაიდაიზე დაყრდნობით წერს, რუსი ოკუპანტები არტილერიის გამოყენებით მიწასთან ასწორებენ მაღალსართულიან შენობებს და სამრეწველო ობიექტებს, მათ შორის, “აზოტის” ქარხანას.

“საქმე გვაქვს კიდევ ერთ მიზანმიმართულ თავდასხმასთან სევეროდონეცკის Азот-ისა და Стеклопластик-ის ობიექტებზე. ყოველდღიურად ცნობილი ხდება დაღუპულების შესახებ. მათთან მიღწევა დაბომბვის ინტენსივობის გამო შეუძლებელია. სევეროდონეცკის ძველ რაიონებში ბევრია დაზიანებული მრავალსართულიანი შენობები, ზოგიერთი მათგანი ოკუპანტებმა ისე დაბომბეს, რომ მიწასთან გაასწორეს”, – აცხადებს გაიდაი.

 

იტვირთბა....