ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ტარიფი – ნარმანიას პასუხი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატების საფუძველი ამ ეტაპზე კომისიას არ აქვს.

“მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის ისეთი მოცემულობა არ გვაქვს, რომ ტარიფები გაგვეზარდა. როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ვინარჩუნებთ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს”, – განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს “ინტერპრესნიუსის” ცნობით.

 

იტვირთბა....